იბერჯეს ფარმა

Iberges Consulting-ის საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულება დაკავშირებულია ფარმაცევტული სექტორის განვითარებასთან. იგი სხვადასხვა საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანიების ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში. მათ შორის არიან: Laboratorios Geamed, Rioja Nature Pharma, Cofares, Chemo Group, Nutricion Medica, Aldo-Union, Uriach Aquilea, Operon, Scharlab.

Iberges Consulting-ი რეგულარულად ახორციელებს პროდუქციის იმპორტს საქართველოში, უზრუნველყოფს მათ რეგისტრაციას, დისტრიბუციას და მარკეტინგს. ასორტიმენტი მოიცავს მედიკამენტებს, ბიოლოგიურად აქტიურ დანამატებს, რეაქტივებს და აქტიურ ნივთიერებებს. კომპანია დაინტერესებულია გაზარდოს პორტფელი, ამიტომ მუდმივად ეძებს პარტნიორებს როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ.