კაპიტალით დაფინანსება

კაპიტალით დაფინანსება

 

თუ თქვენი კომპანიის დაფინანსების საჭიროებას ვერ აკმაყოფილებს სესხები და გრანტები, შესაძლოა გამოყენებული იქნას კაპიტალით დაფინანსება. ახლად დაფუძნებული კომპანიის (start-up კომპანიის) შემთხვევაში კაპიტალით (venture capital) დაფინანსება ხშირ შემთხვევაში არის დაფინანსების მხოლოდ ერთადერთი საშუალება. სააქციო ინვესტორები ჩვეულებრივ მცირე წილის მფლობელები არიან და ურჩევნიათ მეწარმე იყოს წამყვანი აქციონერის პოზიციაზე.

 

სააქციო ინვესტორებში შედიან განვითარების საფინანსო ორგანზაციები და სოციალური ვენტურულ კაპიტალის ფონდები რომლებიც ბიზნესებს კაპიტალით უზრუნველყოფენ. ასეთი ინვესტორები ეძებენ ბიზნეს შემთხვევებს, რომლებიც უზრუნველყოფენ  მიმზიდველ მოგებას ინვესტორებისთვის, ასევე ბაზარზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს სოციალურ და ეკოლოგიურ საკითხებზე.

 

ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ თქვენი ბიზნესის სააქციო კაპიტალით დაფინანსებაში.  ინვესტიციების და მათი პრომოუტერების  მიზნებსა და მახასიათებლებზე დაფუძნებით, ჩვენ მოვძებნით თქვენთვის პარტნიორს შესაბამისი დაფინანსების წყაროთი. ჩვენ მოვამზადებთ  შემოთავაზებას და ბიზნეს გეგმას და მოგეხმარებით სამართლიანი და ორმხრივად სარგებლიანი და ხშირ შემთხვევაში დროებით პარტნიორთან მოლაპარაკებებში.