ვაკანსია ბიზნეს გეგმების სპეციალისტის პოზიციაზე
შპს იბერჯეს კონსალტინგი აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს გეგმების სპეციალისტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობა: ბიზნეს გეგმების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბიზნესის ან ეკონომიკის მიმართულებით;
- აუცილებელია მარკეტინგის, მენეჯმენტის და ფინანსების საბაზისო ცოდნა;
- უპირატესობა მიენიჭება კანდიდატებს, რომელთაც აქვთ კარგი თეორიული განათლება ფინანსების მიმართულებით;
- აუცილებელია ბიზნეს გეგმის მომზადების გამოცდილება;
საჭირო უნარები:
- Microsoft Excel-ის ცოდნა;
- გამართულად წერის უნარი;
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- სამუშოების ორგანიზების უნარი.
შერჩეულმა კანდიდატებმა შერჩევის მეორე ეტაპზე უნდა წარმოადგინონ მათ მიერ მომზადებული ბიზნეს გეგმის ნიმუში.
ხელფასი გამომუშავებაზე და სამუშაო გრაფიკი თავისუფალი, სახლიდან.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV მისამართზე: info@iberges.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება – “ბიზნეს გეგმების სპეციალისტი”.
გისურვებთ წარმატებას!