იბერჯეს კონსალტინგმა დაასრულა მანდარინის ბაზრის კვლევა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინიტროს პროგრამის ფარგლებში. პროექტის მიზანი იყო მანდარინის წარმოებასა და ექსპორტთან დაკავშირებული ლოჯისტიკური და სხვა სახის ინფორმაციის კვლევა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება. პროექტი განხორციელდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2017 წლის პროგრამის „აგროსექტორის მდგრადი განვითარების“ ქვეპროგრამის „აგროსექტორის განვითარების საჭიროებათა კვლევები და სტრატეგიის“ ფარგლებში.